გმადლობთ, რომ ეწვიეთ ამ საიტს. იმედია ჩვენი “ელექტრონული რესურს ცენტრი” მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ და წვლილს შეიტანს ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. ეს კი ჩვენი ბუნებრივი საუნჯის დაცვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობაა.
ეს საიტი საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ ინფორმაციის თავმოყრის პირველი მცდელობაა და, ცხადია, მას გარკვეული წუნიც ექნება.
ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს და თუ თვლით, რომ ამ საიტის რომელიმე კომპონენტი (დიზაინი თუ ინფორმაცია) დახვეწას საჭიროებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ჩვენი სამსახურის ელ-ფოსტის (biodepbio@moe.gov.ge) საშუალებით ან ტელეფონით: (+995 32) 72 72 32
ჩვენ ვეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი ფასეული შენიშვნები და კომენტარები.
აქვე, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო კვლევით ცენტრ “ნაკრესს”, გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP), გარემოს დაცვის გლობალურ ფონდს (GEF) და გერმანიის მთავრობას, რომელთა ფინანსური და ტექნიკური დახმარებითაც შესაძლებელი გახდა ამ საიტის შექმნა და მისი მენეჯმენტი.
პატივისცემით,
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს
ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური